Friday, June 14, 2019

წრის აღწერა


  ვისწავლოთ პრეზენტაციები  (Power Point)
VI კლასი

   სსიპ ქალაქ თბილისის N65 საჯარო სკოლაში 2019 წლის თებერვლიდან  ფუნქციონირებას იწყებს კომპიუტერული წრე მე-6 კლასელებისთვის
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, 14:00 სთ-ზე.

   საწრეო მუშაობის მიზანი:

·     მოსწავლეებმა შეძლონ   აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, მოამზადონ პრეზენტაცია საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·   გაიაზრონ განსხვავება პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;

·    გამოიყენონ ისტ-ი იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).

  • პრეზენტაციების შექმნის პრაქტიკული გამოცდილებარომელიც საკმარისი   იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე  შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
  • საწრეო მუშაობის შედეგები:                                                                                                                      
  •      მოსწავლებმა შეძლებენ  აუდიტორიის მოთხოვნების შესაბამისად და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით პრეზენტაციის მომზადებას, საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; როგორც სასკოლო, ასევე სამეცნიერო და კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობისას.
  •       გაიაზრებენ განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
  •         შეძლებენ საინტერესო პრეზენტაციების მომზადებას მათი მომავალი  პროფესიისა და საქმიანობის სფეროში, რაც ბევრად თვალსაჩინო და ნაყოფიერს გახდის მათ სამუშაო გარემოს.

     


       ესგ- მისაღწევი შედეგები
      ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
       ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

No comments:

Post a Comment